ავტორი:

"ფეხბურთი იმიტომ არის საინტერესო, რომ ასეთი რაღაცები ხდება" - კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

"ფეხბურთი იმიტომ არის საინტერესო, რომ ასეთი რაღაცები ხდება" - კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე. მისი თქმით, "ფეხბურთი იმიტომ არის საინტერესო, რომ ასეთი რაღაცები ხდება".

"ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ფეხბურთი იმიტომ არის საინტერესო, რომ ასეთი რაღაცები ხდება. კვარა რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის გუნდის ლიდერი და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს 11 კაცი და მიუხედავად იმისა, რომ კვარა ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოიპოვონ. მინდა გულწრფელად ვუსურვო გამარჯვებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება".

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში 26 მარტს, საბერძნეთს, ან ყაზახეთს დაუპირისპირდება. კვარაცხელია კი ესპანეთთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო ნახევარფინალს გამოტოვებს, თუმცა თუ ჩვენი გუნდი ფინალში გავა, "კვარას" უკვე იქ თამაშის უფლება ექნება.

ნახეთ ასევე: