ავტორი:

კვარაცხელიას მორიგი გოლი "ატალანტას" კარში და ფეხბურთელები ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" მასპინძელს ამარცხებს

კვარაცხელიას მორიგი გოლი "ატალანტას" კარში და ფეხბურთელები ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" მასპინძელს ამარცხებს

სერია A-ს მე - 13 ტურში "ნაპოლი" ბერგამოში "ატალანტას" ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:1 იგებს.

ნეაპოლური გუნდში დებიუტი აქვს ახალ მწვრთნელს ვალტერ მაცარის, რომელმაც ნეაპოლელბი ასეთი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე:

  • გოლინი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი

მატჩი მჭიდრო პრესინგით დაიწყო "ატალანტამ", რაც ლამის მთელი მატჩი გაგრძელდა. ტაიმი საკმაოდ უხეში გამოვიდა. განსაკუთრებით ბერგამოელები არღვევდნენ წესებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგაც, თუმცა 44-ე წუთზე ქართველმა მოახერხა საჯარიმოში შესვლა, სწორი პოზიციის შერჩევა და დი ლორენცოს პასისი მერე, თავური დარტყმით მატჩში ანგარიში გახსნა. "ატალანტა" შეტევაზე სწტაფად გადავიდა და მალევე ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა ბურთი "ნაპოლის" მეკარემ მოიგერია. დასანანია, რომ არასათამაშო სიტუციაში ტრავმა მიიღო მატიას ოლივერმა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. პირველ ტაიმში მისი შეცვლა გახდა აუცილებელი.

მატჩში ფეხბურთელები მოედანზე სახეზე წითელი ზოლით გამოვიდნენ. რაც ნიშნავს, რომ ისინი ქალზე და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად სოციალურ კამპანიას უერთდებიან. სერია A ამ კამპანიაში 2018 წლიდან არის ჩართული.

წითელი ზოლი წითელი პომადის სიმბოლოა და მოუწოდებს ყველას, გამოვიდეს ქალზე ძალადობის წინააღმდეგ. ამჯერად ფეხბურთელებმა დაგმეს იტალიაში მომხდარი დანაშაული.

11 ნოემბერს იტალიაში 22 წლის სტუდენტი ჯულია ჩეკეტინი გაუჩინარდა. მისი ცხედარი ერთი კვირის შემდეგ ტბის მახლობლად, თხრილში იპოვეს. ქალის ყოფილი მეგობარი ბიჭი კი, რომელიც გერმანიაში გაქცევას ცდილობდა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ჯულიას გარდაცვალებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იტალიურ საზოგადოებაში; სტუდენტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გამართეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. იტალიის პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონი ქალების დასაცავად პრევენციული ზომების შესახებ, მაგრამ უფლებადამცველები და იურისტები შიშობენ, რომ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის.

იხილეთ ასევე: