ავტორი:

უკრაინის მთავარი მზვერავის კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს - ერთ-ერთი ვერსიით, ამაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია

უკრაინის მთავარი მზვერავის  კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს - ერთ-ერთი ვერსიით, ამაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურის კირილ ბუდანოვის მეუღლე მძიმე მეტალების მოწამვლის დიაგნოზით კლინიკაში მოხვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია, მათ შორის "ბაბელი“ წერს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, მარიანა ბუდანოვა ამჟამადაც საავამდყოფოში იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ გადაიყვანეს.

"მკურნალობის კურსი მთავრდება, შემდეგ კი ექიმების კონტროლის ქვეშ იქნება“, - უყვება "ბაბელს“ წყარო თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან (ГУР).

მან ასევე აღნიშნა, რომ ნივთიერება, რომელიც ბუდანოვას ორგანიზმში აღმოჩნდა, "არანაირად არ გამოიყენება ყოფით ან სამხედრო საქმეში".

"ამ ნივთიერების ორგანიზმში აღმოჩენა კონკრეტული ადამიანის მიზანმიმართულ მოწამვლაზე მიუთითებს“, - აცხადებს წყარო.

თვითონ ბუდანოვს მოწამვლის ნიშნები არ აღენიშნება, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აცხადებენ სპეცსამსახურებში.

"Украинской правда-ს“ მიხედვით, ძალოვან ბლოკში ამტკიცებენ, რომ ბუდანოვის მეუღლე "სავარაუდოდ, საკვების გამოყენებით მოწამლეს“.

"ის ცუდად ყოფნაზე კარგა ხანს ჩიოდა, ამიტომაც გაიკეთა ანალიზები, რამაც მოწამვლა დაადასტურა“, - ამბობენ რესპოდენტები.

მათი თქმით, ГУР-ის სხვადასხვა თანამშრომლებსაც აღმოაჩნდათ მოწამვლის ნიშნები.

"რამდენადაც ბუდანოვის ცოლი პატარა წონის ადამიანია, მას უფრო ადრე გამოუვლინდა. ასევე მოწამვლა რამდენიმე თანამშრომელსაც აღმოაჩნდა: ისინი უბრალოდ ფიზიკურად დიდები არიან და ვერ ამჩნევდნენ, ახლა ისინიც მკურნალობენ“, - ამბობს სადაზვერვოს თანამშრომელი.

"РБК-Украина-ს“ ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ბუდანოვის ცოლის მოკვლის მცდელობის საქმეზე, გამოძიებას ატარებს.

შიდა დაზვერვის ყოფილი მეთაური ვალერი კონდრატიუკი "მედუზას“ ესაუბრა.

"ახლა ველაპარაკე კირილს და დამიდასტურა მოწამვლის ფაქტი. კონკრეტული ორგანოები დაზიანდა, თუმცა ამ ეტაპზე მკურნალობა წარმატებით დასრულდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მასთან გამომძიებლები მუშაობენ და ცდილობენ გაარკვიონ, რა გარემოებებში მოხდა მოწამვლა.

განიხილება ვერსია, თუ სად შეიძლება მომხდარიყო მოწამვლა და ვინ იყვნენ იმ დროს გარშემო. თუმცა ამ ადამიანებს მოწამვლის განსაკუთრებული ნიშნები არ აღენიშნებათ, ამიტომ ამ ვერსიის ნამდვილობას ეს გარემოება ართულებს“, - განაცხადა კონდრატიუკმა.

მან ასევე ივარაუდა, რომ ბუდანოვის ცოლი რუსულმა სპეცსამსახურებმა მოწამლეს, თუმცა ეს ვერსია დადასტურებული არ არის. წყარო

კირილი და მარიანა ბუდანოვა 2013 წელს დაქორწინდნენ. ეს ბუდანოვისთვის მეორე ქორწინებაა. მისი მეუღლე პროფესიით ფსიქოლოგია. 2020 წელს უმაღლეს რადაში ვიტალი კლიჩკოს პარტიიდან კენჭი იყარა. 2021 წელს კიევის მერის მრჩეველი გახდა კორუფციის აღკვეთის მიმართულებით.

იხილეთ ასევე:

ავტორი ანრი კურტანიძე