ავტორი:

ცოტა ხნის წინ "ჰამასმა" კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა - 21 წლის მია, რომელიც მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს და 40 წლის ადვოკატი

ცოტა ხნის წინ "ჰამასმა" კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა - 21 წლის მია, რომელიც მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს და 40 წლის ადვოკატი

ისრაელის მედია "ჰამასის" ორი მძევალზე წერს, რომლებიც ბოლო საათებში წითელ ჯვარს გადასცეს და ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ესენი არიან 21 წლის მია სემი და 40 წლის ამიტ სუსანა.

"სემი კიბუცში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს. ქალს ასევე საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს" - წერს გაზეთი Haaretz. ამ გამოცემის თანახმად, ის თავდამსხმელებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ "ჰამასის" ბოევიკებმა სროლისას დაჭრეს.

  • ცოტა ხნის შემდეგ "ჰამასმა" გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სემს მკლავზე ჭრილობა აქვს. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ეხმარებიან მძევალს და ის ითხოვს რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნონ სახლში.

40 წლის სუსანა ტყვედ კიბუც კფარ აზაში ჩავარდა, სადაც ქალი ადვოკატად მუშაობდა. Haaretz-ის ცნობით, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს მან მშობლებს წერილი გაუგზავნა, რომ ის კარადაში იმალებოდა, სახლის უსაფრთხო ოთახში. სუსანა თავდაპირველად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

ჯერ ბოლომდე გაურკვეველია, რატომ გადასცეს მხოლოდ ეს ორი ქალი (ორივე ორმაგი მოქალაქე) ისრაელს, რადგან ბოლო ინფორმაციით ჰამასს დღეს 8 მძევალი უნდა გაეთავისუფლებინა.

ტყვეთა გაცვლა პალესტინის მოედანზე, ღაზას ცენტრში, ისრაელის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებთან მოხდა.

როგორც ადრე, გათავისუფლებას ადგილობრივი მოსახლეობა ადევნებდა თვალს.