ავტორი:

რატომ დაბლოკა YouTube-მა ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიება, რომელიც პუტინის იახტას ეხებოდა?

რატომ დაბლოკა YouTube-მა ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიება, რომელიც პუტინის იახტას ეხებოდა?

YouTube-მა ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიება დაბლოკა, რომლის მიხედვითაც იტალიაში დაკავებული "შეჰერეზადეს" იახტის მფლობელი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

ნავალნის თანამოაზრეებმა მიიღეს შეტყობინება, სადაც წერია, რომ ვიდეო არღვევდა YouTube-ის შევიწროების საწინააღმდეგო პოლიტიკას. ამასთან დაკავშირებით, ჰოსტინგის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ვიდეოდან „ყველა კონფიდენციალური ინფორმაცია“ ამოიღონ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, ადრე YouTube-მა დაბლოკა რუსი ოპოზიციონერების მიერ ჩატარებული რამდენიმე გამოძიება, მაგრამ განხილვის შემდეგ კვლავ აღადგინა მათზე წვდომა.

გასულ გაზაფხულზე ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც იახტა „შეჰერეზადა“, რომელიც იტალიის ზღვისპირა კურორტ მარინა დი კარარას სანაპიროსთან მდებარეობდა, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. გამომძიებლებმა მისი ღირებულება 700 მილიონ ევროდ შეაფასეს. მოგვიანებით გამოცემა Dossier-მა საკუთარი გამოძიება ჩაატარა და გემის მშენებლობაზე დახარჯული სხვა თანხა - 583 მილიონი ევრო გამოაცხადა.

2022 წლის მაისში იახტა იტალიის მთავრობამ ჩამოართვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსურმა პოლიციამ დაადგინა „მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საქმიანი კავშირების არსებობა „შეჰერეზადას“ ბენეფიციარულ მფლობელსა და რუსეთის მთავრობის ცნობილ წარმომადგენლებს შორის.

მიმდინარე წლის სექტემბერში „შეჰერეზადა“ ამოქმედდა. საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელის, მარია პევჩიხის თქმით, მას შემდეგ, რაც ნავალნის გუნდის გამოძიების წყალობით იახტა "გაყინული" იყო, ვიღაცამ ის შეაკეთა და ამაში, პევჩიხის თქმით, "მილიონობით ევრო" გადაიხადა. გარდა ამისა, გემის რუსი ეკიპაჟი, რომლის წევრებიც, გამომძიებლების თქმით, დაკავშირებულია უშიშროების ფედერალურ სამსახურთან, სამსახურიდან არ გაათავისუფლეს და ხელფასს კვლავ იღებენ.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: