ავტორი:

დღის ფოტო: მეფე ჩარლზი, შარლ მიშელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ლიდერები კლიმატის ცვლილების სამიტზე

დღის ფოტო: მეფე ჩარლზი, შარლ მიშელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ლიდერები კლიმატის ცვლილების სამიტზე

დუბაიში კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. სამიტზე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

ფოტოს, სადაც ლიდერები ერთად არიან აღბეჭდილნი სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

ცნობისთვის, სამიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად.

როგორც მიშელი "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე კვლავ ძლიერია.

"კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ.

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას“, - წერს შარლ მიშელი.