ავტორი:

სამიტიდან "გაქცეული" სუნაკი და მეფე ჩარლზის გზავნილი, ჰალსტუხით - მსოფლიო ლიდერების შეკრება სკანდალების ფონზე: რატომ დაიმსახურა ბრიტანეთის პრემიერმა კრიტიკა?

სამიტიდან "გაქცეული" სუნაკი და მეფე ჩარლზის გზავნილი, ჰალსტუხით - მსოფლიო ლიდერების შეკრება სკანდალების ფონზე: რატომ დაიმსახურა ბრიტანეთის პრემიერმა კრიტიკა?

დუბაიში გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტი მიმდინარეობს. სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა და დიდი ბრიტანეთის მეფემ.

სამიტზე დელეგატებმა ღარიბი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად ახალი ფონდი დაამტკიცეს. გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტის პრეზიდენტმა სულთან ალ-ჯაბერმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ "მომენტუმის პოზიტიური სიგნალი გაუგზავნა სამყაროს".

მსოფლიო ლიდერებს შორის სამიტს ესწრებიან ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთიდან კი პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად, მეფე ჩარლზ მესამე. დუბაიში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა - რიში სუნაკმა დუბაიში მხოლოდ 11 საათი გაატარა. მაშინ როცა, ლეიბორისტების ლიდერი სერ კირ სტარმერი დუბაიში სამი დღე იმყოფებოდა, მეფემ კი სამიტზე ორი დღე გაატარა.

მწვანეთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ადრიან რამსის განცხადებით, სუნაკი "როგორც ჩანს, უფრო მეტ დროს ატარებს კერძო თვითმფრინავით მგზავრობაში, ვიდრე კლიმატის კრიზისის გადაწყვეტაზე მუშაობაში“.

კრიტიკოსები თვლიან, რომ სუნაკი "უარყოფს ენერგეტიკის გადასახადების კრიზისს ბრიტანეთში და არ სურს აღიაროს გაერთიანებული სამეფოს პოზიციების შესუსტება. იგი საუბრობდა დიდი ბრიტანეთის წარსულ დიდებაზე, თუმცა სამომავლო გეგმებზე არაფერი უთქვამს“.

პრემიერ-მინისტრი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ჯერ კიდევ შეუძლია "ფეხზე დგომა“ და Cop28-ში "ლიდერ“ სახელმწიფოდ რჩება.

სუნაკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი კლიმატის საერთაშორისო დაფინანსებისთვის 1,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს - მაგრამ ActionAid UK-მა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დაპირებაა და სხვა არაფერი.

ყურადღების ცენტრში მოექცა მეფე ჩარლზ III, რომლის ჰალსტუხზეც საბერძნეთის დროშა იყო გამოსახული. საბერძნეთში მეფის ეს ნაბიჯი სოლიდარობის ჟესტად მიიჩნიეს.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა რიში სუნაკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკის დაპირისპირება - სუნაკამ სამშაბათს კირიაკოსთან დაგეგმილი შეხვედრა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააუქმა. დაპირისპირების მთავარი მიზეზი ბერძული ქანდაკება გახდა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში ინახება, საბერძნეთი კი მის დაბრუნებას ითხოვს...წყარო

წაიკითხეთ ასევე: