ავტორი:

"მე და მამამისი შოკში ვართ.... ის პატარა გოგონა აღარ არის" - რა თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ ქალიშვილის პირად ცხოვრებაზე?

"მე და მამამისი შოკში ვართ.... ის პატარა გოგონა აღარ არის" -  რა თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ ქალიშვილის პირად ცხოვრებაზე?

უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკაიამ ღიად ისაუბრა უფროს ქალიშვილზე ალექსანდრაზე. მან გაიხსენა ცხოვრების ის ეპიზოდი, როდესაც გაიაზრა, რომ 19 წლის გოგონას შეყვარებული ჰყავდა.

"ის შეხვდა თავის შეყვარებულს. პირველი სიყვარულია და ახლა მე და მამამისი შოკირებულები ვართ, იმის გაგებით, რომ ის პატარა გოგონა აღარ არის. ასე რომ, ცხოვრება გრძელდება", - თქვა ელენა ზელენსკაიამ The Economist-თან ინტერვიუში.

ჟურნალისტმა უკრაინის პირველ ლედის ჰკითხა, სასიამოვნო იყო თუ არა ბედნიერი ქალიშვილის ყურება, რაზეც მან ღიმილით უპასუხა: "დიახ, მაგრამ ეს სტრესულია".

საპრეზიდენტო წყვილს 19 წლის ქალიშვილის ალექსანდრას გარდა 10 წლის ვაჟი კირილიც ჰყავს.

უკრაინის პირველი ლედის ცხოვრება ომის დროს

ოლენა ზელენსკაიამ სექტემბერში ღიად ისაუბრა თავისი ოჯახის ცხოვრებაზე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, რომელიც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს გააჩაღა. პირველმა ლედიმ აღიარა, რომ დრო ძილისთვისაც აღარ აქვს.

წაიკითხეთ ასევე: