კომპანია McLaren სუპერქარ SLR-ის წარმოების განახლებას აპირებს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ ამ ბრიტანულ კომპანიასა და გერმანულ Mercedes-ს შორის არსებული უთანხმოების გამო შეწყდა.
ამჟამად ქალაქ შტუტგარდში Mercedes-ი საკუთარ სუპერქარს SLS AMG-ს აწარმოებს, ხოლო "მაკლარენმა" საკუთარი სუპერქარი MP4-12C შექმნა და უახლოეს რამდენიმე წელიწადში აპირებს სამოდელო ხაზი უფრო გააფართოვოს.
განახლებული ავტომობილის სახელწოდება იქნება McLaren SLR Edition და მისი მხოლოდ 25 ერთეული გაიყიდება. გარდა ამისა, სიახლე ჩვეულებრივი ვერსიებისგან გამორჩეული იქნება წინა ბამპერით, გაზრდილი ჰაერშემაკავებლებით, მასიური კარბონის დიფუზორითა და დამატებითი სავენტილაციო ჭრილებით წინა ფრთებზე.
ახალი "პლუმაჟის" წყალობით, ავტომობილის ზედაპირთან ჩაჭიდების სიმძლავრე 15 %-ით გაიზრდება და დადებითად იმოქმედებს ძრავის გაგრილებაზეც. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ის უცვლელი "მერსედესული" რჩება - ესაა 5,4 ლიტრიანი V8, 650 ცხენის ძალით, რომელსაც შეწევს უნარი 340 კმ/სთ განავითაროს.
უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ დრომდე ჯერ კიდევ უცნობია, ახალი SLR მისთვის დამახასიათებელი "მერსედესის" ემბლემით გამოვა, თუ მისი შემქმნელის, "მაკლარენის" სიმბოლოთი დამშვენდება.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"