ავტორი:

მჭიდრო და აგრესიული თამაში "კვარას" წინააღმდეგ, ქართველის დაშვებული შეცდომები და ყვითელი ბარათი - "ნაპოლი" გამუდმებით უტევდა, მაგრამ პირველი ტაიმში "იუვენტუსს" ვერ გაუტანა

მჭიდრო და აგრესიული თამაში "კვარას" წინააღმდეგ, ქართველის დაშვებული შეცდომები და ყვითელი ბარათი -  "ნაპოლი" გამუდმებით უტევდა, მაგრამ პირველი ტაიმში "იუვენტუსს" ვერ გაუტანა

იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში ტურინის "იუვენტუსი", რომელიც სერია ა-ს სატურნირო ცხრილში "ინტერს" 2 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 0:0.

"იუვემ" ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და ყველა ერთბურთიანი სხვაობით.

ნეაპოლური გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით გავიდა მოედანზე:

  • მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი

პირველი ტაიმი "ნაპოლიმ' აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებიდან ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი, თუმცა მეკარემ მოახერხა ბურთის მოგერიება. შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლელები მე-18 წუთამდე სრულად დომინირებდნენ მოედანზე, ბევრს უტევდნენ და გოლის გატანის კიდევ ერთი რეალური მომენტი ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ. "იუვენტუსმა" საკუთარ სტილში დაუთმო თამაში მეტოქეს და მის კონტრშეტევებზე დაჭერას ცდილობდა, რამდენიმე ძალიან მწვავე შეტევაც გამოუვიდათ. ხვიჩას როგორც აქამდეც გვინახავს, მჭიდროდ მეურვეობდნენ და მის შესაჩერებლად წესების დარღვევასაც არ ერიდებოდნენ. 27-ე წუთზე ჩვენებურს ოსიმენის პასის შემდეგ გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. დამატებით წუთზე "კვარას" ნერვებმა უმტყუნა, შედეგად კი ყვითელი ბარათი მიიღო.

იხილეთ ასევე: