ავტორი:

133-მდე გარდაცვლილი, ათასამდე დაკარგული და გადატვირთული საავადმყოფოები - რა ვითარება ხან იუნისში, რომელიც ახლა ღაზაში ყველაზე ცხელი წერტილია?

133-მდე გარდაცვლილი, ათასამდე დაკარგული და გადატვირთული საავადმყოფოები - რა ვითარება ხან იუნისში, რომელიც ახლა ღაზაში ყველაზე ცხელი წერტილია?

ისრაელმა გააფართოვა თავისი სახმელეთო სამხედრო კამპანია ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ხან იუნისში. ამავდროულად, მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილშიც. მოსახლეობის უმეტესობას გაქცევა მოუწია, ტერიტორიის მთელ სიგრძეზე ბრძოლა მძვინვარებს - ხალხი ამბობს, რომ ქალაქში უსაფრთხო ადგილი აღარ მოიძებნება.

„ღამე არ გვძინავს, ვფხიზლობთ, ვცდილობთ ბავშვები დავაძინოთ და ფეხზე ვდგავართ იმის შიშით, რომ მალე დაგვბომბავენ. დღისით კი იგივე ტრაგედია მეორდება“ - ამბობს 57 წლის ზაინაბ ხალილი, რომელსაც ნათესავებთან ერთად ხან იუნისის დატოვება აიძულეს.

რთული ვითარებაა საავადმყოფოებშიც - ნასერის საავადმყოფოს დირექტორის, ნაჰედ აბუ ტაიმას განცხადებით, ექიმები დაჭრილებს ვეღარ უმკლავდებიან:

„კონტროლი დავკარგეთ. სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ასობით დაჭრილი მოჰყავთ. სამედიცინო მარაგის ნაკლებობის გამო, იძულებულები ვართ დაჭრილებს საავადმყოფოს დერეფნებში ვუმკურნალოთ“ – ამბობს ის.

ბოლო მონაცემებით, ხან იუნისში, დაღუპულთა რიცხვმა 133 -ს მიაღწია, დაჭრილია 259-ი, ათასამდე ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ასევე დადასტურდა 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი 25 წლის ჯარისკაცის, საარ ბარუხის გარდაცვალება.

წაიკითხეთ ასევე: აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო