ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში ვიქტორ ორბანს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში ვიქტორ ორბანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან არგენტინაში ხანმოკლე დიალოგი გამართა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, ვიდეოტრანსლაციის დროს კადრებში ჩანდა, რომ ზელენსკი და ორბანი აქტიურად განიხილავდნენ რაღაცას, მაგრამ მათი საუბრის ხმა არ ისმოდა და შესაბამისად, შინაარსიც უცნობია.

ორი ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც უნგრულ და არც უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია. უკრაინული მედია წერს, რომ საუბარი, სავარაუდოდ, წინასწარ არ იყო დაგეგმილი. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი არგენტინაში პრეზიდენტ ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრნენ.

იხილეთ ასევე: