ავტორი:

ბიანკა ცენსორი თავისი ჩაცმულობით ხალხს ისევ შოკში აგდებს - თითქოს გამჭვირვალე ბოდეთი, ბეწვის ქუდით და პლუშის დათუნიათი ამჯერად მაიამიში გამოჩნდა

ბიანკა ცენსორი თავისი ჩაცმულობით ხალხს ისევ შოკში აგდებს - თითქოს გამჭვირვალე ბოდეთი, ბეწვის ქუდით და პლუშის დათუნიათი ამჯერად მაიამიში გამოჩნდა

რეპერ ქანიე უესტის არქიტექტორი მეუღლე ხალხმრავალ ღონისძიებაზე კვლავ ნახევრად გამჭვირვალე სამოსით გამოჩნდა და ყველას ყურადღება მიიპყრო.

28 წლის ბიანკა ცენსორი მაიამიში გამართულ ბაზელის ხელოვნების გამოფენას თავის ქმართან ერთად დაესწრო. გალერეაში მისულ ბიანკას მხოლოდ ხორცისფერი ბოდე და მისი საყვარელი გამჭვირვალე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.

რეპერის მეუღლემ მისი "დუბაის მოდა" გაიხსენა და ფუმფულა, ბეწვიანი ქუდი დაიფარა, ხელში კი პოლარული დათვის რბილი სათამაშო დაიკავა.

მიუხედავად ბიანკას ექსტრავაგანტული ჩაცმულობისა, წყვილი ცნობისმოყვარე ხალხის თვალს გაურბოდა და საგამოფენო სივრცეში უკანა შესასვლელით შევიდა.

TMZ-ის ცნობით, ქანიე და ბიანკა არათუ ღონისძიების დამსწრე ადამიანებს, არამედ ერთმანეთთანაც იშვიათად საუბრობდნენ.

მედიის ცნობით, რეპერი, ამავე დღეს, ღამის კლუბს მარტო ეწვია. კლუბში მყოფების თქმით, მას თავზე და სახეზე თეთრი შარფი ჰქონდა მოხვეული, ფეხზე კი თავისი საყვარელი "წინდა-ფეხსაცმელი" ეცვა.

"ის ღამის 2:30-ზე VIP შესასვლელით შემოვიდა და თითქმის ვერავინ შეამჩნია. კლუბში მხოლოდ 45 წუთი დარჩა, მალევე გაბრუნდა".

წყაროს თქმით, მან ყური მოჰკრა, როგორ ამბობდა ქანიე, რომ ბიანკამ მას გარეთ დარჩენის უფლება მხოლოდ გარკვეული დროით მისცა.

  • იხილეთ ასევე:

ქანიეს ბიანკასთვის რამდენიმე წესი აქვს. პირველია, რომ მან ხმა არ უნდა ამოიღოს და მეორე - ის ჩაიცვას, რაც ქანიეს სურს" - ახალგაზრდა ქალი მეუღლის ჩრდილქვეშ: რას წერენ ტაბლოიდები?

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა