დასუფთავების ყოველთვიური მოსაკრებელი გაძვირდა და 1-ელი იანვრიდან სულზე 2.50 თეთრი გახდა.
გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დასუფთავების მოსაკრებელი 50%-ით გაძვირდა სოციალურად დაუცველი პირებისთვისაც. ისინი ყოველთვიურად 60 თეთრის ნაცვლად, სულზე 1,25 თეთრს გადაიხდიან.
2011 წლამდე დედაქალაქის მოსახლეობა დასუფთავების მოსაკრებლისთვის ყოველთვიურად სულზე 1,20 თეთრს იხდიდა.