ავტორი:

ალასკას მუდმივ ყინულში აღმოაჩინეს ასობით უძველესი მიკროორგანიზმი, რომლებიც მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ - კლიმატის ცვლილება გამოიწვევს ახალ პანდემიებს?

ალასკას მუდმივ ყინულში აღმოაჩინეს ასობით უძველესი მიკროორგანიზმი, რომლებიც მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ - კლიმატის ცვლილება გამოიწვევს ახალ პანდემიებს?

კლიმატის ცვლილებას, უამრავი ბუნებრივი კატაკლიზმის გამოწვევის გარდა, მიძინებული ვირუსებისა და ბაქტერიების "გაღვიძება“ შეუძლია და ეს საფრთხე უკვე საკმაოდ რეალურია.

როდესაც ყინულის სქელი ფენა დნობას იწყებს და ზღვები და ოკეანეები თბება, არქტიკულ წყლებში ახალი სიცოცხლე ჩნდება. იცვლება დაავადებათა გეოგრაფია, რადგან ახალი პათოგენები, რომლებიც აზიანებენ მცენარეებს, ცხოველებსა და ადამიანებს, თავის არეალს აფართოვებენ.

მაგალითად, ალასკაში, სადაც ზამთრის საშუალო ტემპერატურა, ბოლო 60 წლის განმავლობაში, თითქმის 4 გრადუსით გაიზარდა, მთელი ეკოსისტემა ცვლილებას განიცდის.

ზღვის ყინული დნება ჩვეულებრივზე მალე, ეს კი იწვევს ფიტოპლანქტონის რაოდენობის ცვლილებებს. ფიტოპლანქტონები მცირე ორგანიზმებია, რომლებიც წყლის ნაკადებში მოძრაობენ. შედეგად ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს თევზებსა და ფრინველებზე. ტბები იცვლიან ზომას, ზღვის ცხელი ტალღები უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება და ძუძუმწოვრები იძულებულები ხდებიან საკვების ახალი წყაროები მოიძიონ.

ნებრასკას უნივერსიტეტის სახელმწიფო მუზეუმის ჰაროლდ მანტერის პარაზიტოლოგიის ლაბორატორიის ბაქტერიოლოგის, დანიელ ბრუკსის თქმით, წარსული პანდემიები ძირითადად კლიმატის ცვლილებების დროს წარმოიშვა, რამაც გამოიწვია მოსახლეობის დესტაბილიზაცია და იძულებითი მიგრაცია, შიმშილობა და კონფლიქტები. შემდეგ ისინი დააცხრეს კლიმატის სტაბილურობის დაბრუნებით. ვიდრე კლიმატის ცვლილება გააგრძელებს ბიოსფეროს გაღვივებას, პათოგენები გააგრძელებენ გავრცელებას ადამიანებში, ფერმერულ ცხოველებსა და ველურ ბუნებაში.

”პლანეტა არის ევოლუციური უბედური შემთხვევების ნაღმი. ახლა ჩვენ ვართ კლიმატის აქტივობის დაჩქარების პერიოდში, უნდა ველოდოთ, უფრო განვითარებად დაავადებებს. სწორედ ეს განვითარებადი დაავადებები, რომლებიც უფრო გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით, ამძაფრებს სიღარიბეს, შიმშილს, გვალვას, კონფლიქტსა და მიგრაციას“, - ამბობს დანიელ ბრუკსი.

  • პროცესი დაახლოებით ასე მიდის:

ტემპერატურა იმატებს, რაც გავლენას ახდენს ნალექსა და ტენიანობაზე, ქარის ფორმებსა და მზის შუქის რაოდენობაზე; ეს ზრდის ციკლონების, წყალდიდობების, გვალვებისა და სიცხის ტალღების სიმძიმეს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს პათოგენების გადარჩენაზე, გაფანტვასა და რეპროდუქციაზე, რაც დაკავშირებულია ქოლერის, ტიფის, ფილარიოზის, მალარიის, ყვითელი ცხელებისა და სხვა დაავადებების გავრცელებასთან.

თბილმა კლიმატმა შესაძლოა, დაშალოს მიძინებული, მაგრამ მაინც აქტიური პათოგენები. ვირუსებსა და ბაქტერიებს შეუძლიათ ათასწლეულების განმავლობაში "იცოცხლონ“ ყინულში და არავის აქვს წარმოდგენა, კიდევ რა შეიძლება იყოს ჩაფლული ყინულოვან ნიადაგებსა და მყინვარებში.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ალასკას მუდმივ ყინულში აღმოაჩინა ასობით უძველესი მიკროორგანიზმი, რომლებიც მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ, ხოლო ტიბეტის მყინვარებში გამოავლინეს 33 უძველესი და მანამდე უცნობი ვირუსი, რომლებიც სულ მცირე 11000 წლის წინანდელია. წყარო

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ეკა დარჩიაშვილმა