ავტორი:

მიწისძვრების უწყვეტი სერიის შემდეგ, ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა: ლავის მდინარეები და წითლად შეღებილი ცა (ფოტოები)

მიწისძვრების უწყვეტი სერიის შემდეგ, ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა: ლავის მდინარეები და წითლად შეღებილი ცა (ფოტოები)

მიწისძვრების უწყვეტი სერიის შემდეგ, ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა: ლავის მდინარეები და წითლად შეღებილი ცა (ფოტოები)

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რეიკიანეს კუნძულზე, რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მიწისძვრის შემდეგ ვულკანი Fagradalsfjall-ი ამოიფრქვა. სეისმური აქტივობების დაწყებამდე მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკიდან დაახლოებით 4 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="da" dir="ltr">Drone footage of Iceland&#39;s Reykjanes eruption <a href="https://t.co/C5ldKbC2zD">pic.twitter.com/C5ldKbC2zD</a></p>&mdash; Niv Calderon (@nivcalderon) <a href="https://twitter.com/nivcalderon/status/1736981973887848532?ref_src=twsrc%5Etfw">December 19, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ისლანდიის მეტეოროლოგიური ოფისის თქმით, ვულკანი ადგილობრივი დროით 22:17 საათზე გააქტიურდა. მიწისძვრების აქტივობა გაზრდილია ისლანდიის დედაქალაქშიც. რეიკიავიკში ლამის ყოველდღიური მიწისძვრები ოქტომბრის ბოლოს დაიწყო.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ სურათებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ ლავამ სეისმური მოვლენების დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ იფეთქა. მოსახლეობის თქმით, ვულკანის ამოფრქვევიდან მალევე, ცა მთლიანად წითლად შეიღება.

ვულკანის დანახვა შესაძლებელი იყო რეიკიავიკიდანაც, რომელიც გრინდავიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისგან 32 კილომეტრში მდებარეობს.

ისლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მიღებული თავდაცვითი ზომები დადებით შედეგს გამოიღებს და მაქსიმალურად ნაკლებ ზიანს მიიღებს ქვეყანა. ვულკანის ამოფრქვევის შესახებ ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმაც გააკეთა განცხადება. მან აღნიშნა, რომ მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა მათი უმთავრესი პრიორიტეტია და ასევე სტრუქტურების დასაცავადაც არ დაზოგავენ ძალისხმევას.

რეიკიავიკის გარეუბნიდან გადაღებული ფოტო
<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/67756413/vpid/p0h0d9ck"></iframe>

ვულკანის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 2021 და 2022 წლებში დაფიქსირდა, მანამდე იგი 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო.

იხილეთ ასევე:

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა