ავტორი:

დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა: "ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს" - რას აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი?

დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა: "ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს" - რას აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მიუსაფარმა ძაღლმა გაკაწრა.

NCDC-ში აცხადებენ, რომ ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

მოზარდი, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან გაკაწრა ძაღლმა. სოციალურ ქსელში "გალფის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯიბლაძე წერს, რომ ბავშვი უკვე 3-ჯერ არის აცრილი.

"ყველას გაინტერესებთ და ესე უნდა გაგახაროთ! რა ბედნიერებაა ესეთი კარგი ამბის გაზიარება: მოვიდნენ ბავშვის მშობლების მეგობრები და მოგვახარეს, რომ ბავშვი 3-ჯერ არის უკვე აცრილი!"

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნებოდა მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

ასევე იხილეთ: