პოლიციამ აქციის მონაწილე ვეტერანები დააკავა

პოლიციამ აქციის მონაწილე ვეტერანები დააკავა

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე რამდენმე ვეტერანი დააკავეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით ისინი ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეების ერთ-ერთ ახლობელ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ვეტერანებმა გააპროტესტეს, რასაც მათი დაკავება მოჰყვა.

მანამდე ვეტერანებთან მივიდა გია ყარყარაშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ მოუწოდა. როგორც გია ყარყარაშვილმა მათ განუცხადა, მათი მიზანი, რომ ხელისუფლების ყურადღება მიიპყრონ, უკვე შესრულებულია და აქციის მონაწილეები უნდა დაიშალონ.

ყარყარაშვილთან ერთად ვეტერანების აქციაზე მივიდნენ ასევე ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ბათიაშვილი, სახალხო კრებისა და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. ისინი პოლიციელების ქმედებას აპროტესტებდნენ და ვეტერანებს მხარდაჭერას უცხადებდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, შესაძლოა დაკავებულთა ნაწილი ნარკოლოგიურში, ნაწილი კი რომელიმე პოლიციის განყოფილებაში ჰყავდეთ გადაყვანილი.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულია 9 ვეტერანი.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გმირთა მოედანზე გიორგი კორკოტაშვილი(კორკოტა) და მისი თანმხლები პირებიც დააკავეს.

ისინი ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყნეს. კორკოტაშვილი და მისი თანმხლები პირები  აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან აპირებდნენ მისვლას.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს. აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი შიმშილობს.

ისინი ხელისუფლებას ომის ვეტერანთა მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოთხოვენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ვალი პირნათლად მოიხადეს, სათანადოდ დაფასდნენ.

ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ.

Video

პოლიციამ ვეტერანები დაარბია

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე