ავტორი:

წამება და 7-წლიანი პატიმრობა ლექსების წაკითხვის გამო - "ეს არის შეშლილი, შეშლილი რუსეთი..."

წამება და 7-წლიანი პატიმრობა ლექსების წაკითხვის გამო - "ეს არის შეშლილი, შეშლილი რუსეთი..."

მოსკოვის ტვერსკის სასამართლომ პოეტ არტემ კამარდინს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მეორე ბრალდებულს, ეგორ შტოვბას - ხუთნახევარი წელი. ახალგაზრდები ანტიმობილიზაციის თემაზე ლექსების კითხვისთვის გაასამართლეს.

პოეტები დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ მოწოდებაში, სიძულვილის ან მტრობის გაღვივებაში, აგრეთვე ადამიანის ღირსების შელახვაში.

2022 წლის ივლისში სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა სპეციალური მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ეს იქნება ჯაშუშობა, ღალატი და უცხოელებთან თანამშრომლობის დანაშაულებრივი პაკეტის ნაწილი. ამ კანონის მიხედვით პირველად კამარდინი და შტოვბა გაასამართლეს.

  • წამება პოეზიისთვის

2022 წლის 25 სექტემბერს მოსკოვში, ტრიუმფალნაიას მოედანზე ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან "მაიაკოვსკის კითხვის" აქცია გაიმართა. ახალგაზრდა პოეტები თავიანთ ლექსებს კითხულობდნენ, რომლებშიც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას რუსეთის პოლიტიკისა და სამხედრო მოქმედებების მიმართ უკრაინაში. ახალგაზრდა პოეტები ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეგულარულად იკრიბებოდნენ ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან და კითხულობდნენ თავიანთ ლექსებს, აგრძელებენ იმავე კითხვის ტრადიციას, რომელშიც სსრკ-ს დროს, დისიდენტები მონაწილეობდნენ.

აქციაზე მყოფი ადამიანებიდან რამდენიმე მათგანი პოლიციამ ტრიუმფალნაიას მოედანზე დააკავა, სხვებს კი მეორე დილით შინ მიაკითხეს და გაჩხრიკეს.

კერძოდ, უშიშროების ძალები შეიჭრნენ ბინაში, სადაც პოეტი არტემ კამარდინი იმყოფებოდა. მოგვიანებით კამარდინმა თავის ადვოკატს, რომელიც ბინაში არ შეუშვეს, განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს პოლიციამ სცემა და ის ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, მათ გადაიღეს კამარდინი, მუხლებზე დაჩოქილი, პოეტი ბოდიშს იხდის ლექსებისთვის.

კამარდინის შეყვარებულმა, ალექსანდრა პოპოვამ, რომელიც იმ დროს ბინაში იმყოფებოდა, წამების შესახებ განაცხადა. ქალის თქმით, ”უსაფრთხოების ძალებმა სახეზე სუპერწებოთი მიაკრეს სტიკერები, თმებს აგლეჯდნენ, ხუთი მათგანი კი გაუპატიურებით ემუქრებოდა. აჩვენებდნენ მისი საყვარელი მამაკაცის წამების ვიდეოს და ეუბნებოდნენ, რომ იგივე ელოდა.

ჩხრეკის შემდეგ კამარდინი დააკავეს, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

პოეზიის კითხვისთვის პერფორმანსის კიდევ ორი ​​მონაწილე დააკავეს - 21 წლის იეგორ შტოვბა და 26 წლის ნიკოლაი დაინკო.

თავდაპირველად მათ წინააღმდეგ აღიძრა საქმე "LPR-ისა და DPR-ის შეიარაღებული ფორმირებების“ წევრების დამცირებისთვის, შემდეგ კი დაემატა ახალი მუხლი, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მოწოდების შესახებ. გამოძიების თანახმად, კამარდინმა წაიკითხა ლექსი, რომელშიც ისმოდა მოწოდება, რომ არ წასულიყვნენ ადამიანები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში.

ბრალდების მხარის საიდუმლო მოწმის ფსევდონიმით"ჯეკის“ ჩვენების თანახმად, რომელიც, სავარაუდოდ, პერფორმანსს ესწრებოდა „ლექსი ეხებოდა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, მოხალისეებს.

საქმეზე მესამე ბრალდებულმა დაინკომ დანაშაული აღიარა, გამოძიებასთან შეთანხმება გააფორმა და სანაცვლოდ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღო.

  • "მიუღებელია ხელოვანების განსჯა"

საბოლოო სიტყვისას კამარდინმა მოსამართლეს სთხოვა მისთვის პირობითი სასჯელი მიეცათ, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავს, აბსოლუტურად, უდანაშაულოდ თვლიდა.

"მიუღებელია ხელოვნების განსჯა. მხატვრული განცხადება შეიძლება განსხვავებულად იქნას განმარტებული და ინტერპრეტირებული. ყოველთვის შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვინც არასწორ გზას მიჰყვება. და თუ ვინმე მიდრეკილია შეურაცხყოფისკენ, მაშინ ის შეიძლება თავად იყოს შეურაცხყოფილი“, - თქვა მან და დასძინა, რომ მას არ ჰქონდა განზრახვა ვინმე დაემცირებინა.

პოეტმა ასევე თქვა, რომ "გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის" დიაგნოზი დაუსვეს და მისი ჯანმრთელობა, ფიზიკური და ფსიქიკური, ვერ გაუძლებდა ხანგრძლივ პატიმრობას.

შტოვბამ, სასამართლოში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გამოძიების მტკიცებით, დანაშაული ჩადენილი იყო ორგანიზებულად, თუმცა არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება კამარდინთან ან დაინკოსთან დაკავებამდე მისი ნაცნობობის შესახებ. შტოვბას თქმით, ის არ იცნობდა საქმის სხვა ბრალდებულებს და ამის გამო მათთან ერთად ლექსების შინაარსის გაზიარება არ შეეძლო.

წაიკითხეთ ასევე: