ავტორი:

"პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერს - ბიძინა ივანიშვილის რჩევები საჭირო იყო, რომ ეს კრიზისი გადალახულიყო" - კობახიძე გახარიაზე

"პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერს - ბიძინა ივანიშვილის რჩევები საჭირო იყო, რომ ეს კრიზისი გადალახულიყო" - კობახიძე გახარიაზე

კობახიძის თქმით, გახარიას გუნდიდან წასვლის დროს კრიზის

"პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური საბჭოს წევრს - ბიძინა ივანიშვილის რჩევები საჭირო იყო, რომ ეს არცთუ მცირე კრიზისი გადალახულიყო" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებმა გუნდს რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება მისცა.

"როგორც ითქვა, კონსულტაციები იყო და ამ კონსულტაციებმა გუნდს მისცა იმ რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება. პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური საბჭოს წევრს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის რჩევები საჭირო იყო, რომ ეს არცთუ მცირე კრიზისი გადალახულიყო“, - აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან პარტიის რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 60 პროცენტამდეა ასული პარტიის რეიტინგი.

"დღეს გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, 60 პროცენტამდეა ასული ჩვენი რეიტინგი, მას შემდეგ, რაც მივიღეთ სტატუსი, ჩვენი ამოცანაა შენარჩუნება და კიდევ უფრო გამყარება ამ შედეგის, რაც დღეს გვაქვს“,- აღნიშნა კობახიძემ.