ავტორი:

"ჩვენმა მეზობლებმა გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და არ ყოფილა არცერთი გასროლა. ახალმა წელმა ზოოპარკში მშვიდად ჩაიარა. ცხოველები კარგად არიან" - ზურაბ გურიელიძე

"ჩვენმა მეზობლებმა გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და არ ყოფილა არცერთი გასროლა. ახალმა წელმა ზოოპარკში მშვიდად ჩაიარა. ცხოველები კარგად არიან" - ზურაბ გურიელიძე

სოციალურ ქსელში მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ წლლევანდელ ახალ წელს, გაცილებით ნაკლები პიროტექნიკა გამოიყენა მოსახლეობამ, ვიდრე წინა წლებში.

მათივე შეფასებით, პიროტექნიკის საწინააღმდეგო კამპანიამ,, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო

ამ აზრს ემხრობა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც, რომელმაც ძალზედ სასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდა "პალიტრანიუსს".

"ჩვენმა მეზობლებმა გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და არ ყოფილა არცერთი გასროლა. დიდი მადლობა მათ. ახალმა წელმა ზოოპარკში მშვიდად ჩაიარა. ცხოველები კარგად არიან. კარგი იქნება, მთელმა საზოგადოებამ მიბაძოს ზოოპარკის ახლო-მახლო მცხოვრებ საზოგადოებას,“ — ამბობს ზოოპარკის დირექტორი "პალიტრანიუსთან“ საუბრისას.

ასევე იხილეთ: