ავტორი:

"ქათმები შეგვიჭამა ძაღლმა, ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ასე სცემა... ბრალი დასდეს თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია" - რას ამბობს მარნეულში დაკავებული კაცის დედა?

"ქათმები შეგვიჭამა ძაღლმა, ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ასე სცემა... ბრალი დასდეს თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია" - რას ამბობს მარნეულში დაკავებული კაცის დედა?

მარნეულში ძაღლზე ძალადობისთვის დაკავებული მამაკაცის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა ცხოველზე იმის გამო იძალადა, რომ ძაღლმა ქათმები შეუჭამა. ის ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცის მხრიდან 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი.

ასევე დაკავებულის დედა ამბობს, რომ გუშინ მის შვილს თანასოფლელები სასტიკად გასწორდნენ.

"მთელი ჩემი ქათმები ძაღლმა შეჭამა, ძროხაც დაკბინა, 10-ზე მეტი ქათამი მოკლა, ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ასე სცემა, ეს ამბავი დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა, ვიდეო ვინ გადაიღო, არ ვიცი.

ახლა გამოააშკარავეს, ჩემი შვილი გუშინწინ მოტყუებით გაიყვანეს ხევში და დაახლოებით 5-მა პირმა სასტიკად სცემა, დანას ეძებდნენო, თქვა ჩემმა შვილმა, მოკვლა უნდოდათო, სასტიკად ნაცემი სახლში მოიყვანეს. პოლიცია რომ მოვიდა, ჩემი შვილი საწოლში იყო ნაცემი, ბრალი დასდეს, თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია. გოგოს ბებია იყო ჩვენთან მოსული და ვუთხარი, ჩემი შვილი ამას არ იზამდა, გაუგებრობაა-თქო. ვფიქრობ, ეს ვიდეო იმისთვის გამოაქვეყნეს, რომ ცემის ამბავი გადაეფარათ" - ამბობს "ტვ პირველთან" დაკავებულის დედა.

ცნობისთვის, ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გავრცელდა მამაკაცის მორიგ დანაშაულზე ინფორმაცია. 13 წლის მოზარდის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი ძალოვანი უწყებისგან არ კეთდება.

წაიკითხეთ ასევე: