ავტორი:

"ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება... ყველა მამას ვუსურვებ, რომ შვილები ბედნიერები ნახოს" - ჯემალ სეფიაშვილი

"ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება... ყველა მამას ვუსურვებ, რომ შვილები ბედნიერები ნახოს" - ჯემალ სეფიაშვილი

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი მესამედ დაოჯახდა. როგორც მან გადაცემა "სიცრუის დეტექტორში" სტუმრობისას განაცხადა, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

კომპოზიტორმა და მომღერალმა ჯემალ სეფიაშვილმა აღნიშნა, რომ ის თავის მხრივ ბედნიერია, ვინაიდან შვილს ხედავს ბედნიერს.

"ყველა მამას ვუსურვებ, რომ შვილები ბედნიერები ნახონ. არც ერთი ქალი არ თხოვდება მეორედ და მესამედ იმიტომ, რომ ბედნიერებას გაურბის, პირიქით, ბედნიერებას ეძებს. რა ბედნიერება და რა სიხარულია, როცა იმ ბედნიერებას იპოვის. ცისანა გათხოვდა მესამედ.

სხვათა შორის, არაერთხელ მაქვს ნათქვამი ინტერვიუებში, რომ მინდა, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი.

ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება. არ უნდა გაექცეს ბედნიერების ძებნას“, – განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა.

ასევე იხილეთ: