ავტორი:

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპრყობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - კადრები პროცესიდან

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპრყობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - კადრები პროცესიდან

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპრყობის საქმეზე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები, სადაც პირი სასტიკად უსწორდება ძაღლს.

გამოძიების ინფორმაციით, 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.

წაიკითხეთ ასევე:

ნახეთ კადრები პროცესიდან