სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პატრიარქი საავადმყოფოშია გადაყვანილი, საქართველოს საპატრიარქოში არ ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს სამდივნოში განუმარტეს, უწმინდესი თავს კარგად გრძნობს. ”ინტერპრესნიუსს” პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამაც დაუდასტურა, რომ უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და საპატრიარქოში იმყოფება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსსა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გუშინ 78 წელი შეუსრულდა. დილით უწმინდესმა საპატრიარქოში მილოცვები მიიღო, საღამოს 19:00 საათზე კი, კონსერვატორიაში, მისი იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.