ავტორი:

გიორგი კეკელიძე "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი გახდა - "ვაფუძნებთ "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას"

გიორგი კეკელიძე "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი გახდა - "ვაფუძნებთ "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას"

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი გახდა. ამის შესახებ კეკელიძე ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

"დღეს გავხდი კომპანია "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი.

ვაფუძნებთ "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის თავმჯდომარეც ვიქნები - ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება", - წერს გიორგი კეკელიძე.

იხილეთ ასევე: