ავტორი:

აფხაზეთიდან პუტინს წერილი გაუგზავნეს, რომლის მიხედვით ვერ იჯერებენ, რომ ბიჭვინთის აგარაკის მითვისება პუტინმა იცოდა

აფხაზეთიდან პუტინს წერილი გაუგზავნეს, რომლის მიხედვით ვერ იჯერებენ, რომ ბიჭვინთის აგარაკის მითვისება პუტინმა იცოდა

აფხაზმა საზოგადო მოღვაწე ცისა გუმბამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა, რომელშიც წერს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ "შეარყია აფხაზეთი“ და რომ მოსკოვისთვის გადაცემულ ობიექტს "უზარმაზარ ისტორიული, ეკოლოგიური და კულტურული მნიშვნელობა“ აქვს აფხაზეთის მრავალტანჯული ხალხისთვის.

"ჩვენ არ გვჯერა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია ჩრდილში დააყენოს ჩვენი ქვეყნების კეთილგანწყობილი და პარტნიორული ურთიერთობა თქვენი თანხმობითაა მიღებული. გვგონია, რომ თქვენს ზურგს უკან გადაიდგა ნაბიჯები, რომელსაც, სამწუხაროდ, შეუძლია ჩვენი სახელმწიფოების ინტერესებს ზიანი მიაყენოს. აფხაზეთის ხელისუფლებას პასუხისმგებლობები მთლიანად გადააქვს რუსეთზე და გვარწმუნებს, რომ სწორედ რუსეთი ითხოვს მის გადაცემას", - ნათქვამია მიმართვაში.

გუმბა ამბობს, რომ აფხაზების ხელისუფლებასთან უთანხმოებას წარმოადგენენ, როგორც ანტირუსულ განწყობას, "რაც სინამდვილეში არ არსებობს“.

გუმბას იმედი აქვს, რომ "გამოჩენილი მსოფლიო ლიდერი", ვლადიმერ პუტინი, გაგებით მოეკიდება აფხაზების გულისტკივილს, რაც გამოწვეულია დაცული ტერიტორიის გასხვისებით.

"აღმოვჩნდით ვითარებაში, როდესაც მხოლოდ თქვენს ავტორიტეტულ სიტყვას შეუძლია შეაჩეროს ამ დაძაბულობის ზრდა და სიტუაცია ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნოს“, - ნათქვამია მიმართვაში. წყარო

იხილეთ ასევე:

თარგმნა ანასტასტია შალიკაშვილმა