ავტორი:

უნიკალური ვიდეო: ედუარდ შევარდნაძე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პრეზიდენტის კაბინეტს ტოვებს - როგორ ახარისხებს ნივთებს და ემშვიდობება თანამშრომლებს

უნიკალური ვიდეო: ედუარდ შევარდნაძე "ვარდების რევოლუციის"  შემდეგ პრეზიდენტის კაბინეტს ტოვებს - როგორ ახარისხებს ნივთებს და ემშვიდობება თანამშრომლებს

როგორ ტოვებს ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის კაბინეტს 2023 წლის 26 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ - იშვიათ კადრებს, რომელიც მიშა რობაქიძის YouTube არხზე გამოქვეყნდა, გვერდი The Eduard Shevardnadze Center აქვეყნებს.

კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი ფანჯარასთან მიდის და პირჯვარს იწერს. იქვე დგას მისი შვილიშვილი სოფო შევარდნაძე, რომელიც ასევე არქივისთვის ვიდეოს იღებს.

ერთ-ერთ მომენტში შევარდნაძე კარადიდან წიგნებს იღებს, მათ შორის არის წიგნი ეთერ თათარაიძის ავტორობით. "ეთერ თათარაიძე, ეს ჩავარიცხინე უგამოცდოდ, თუშია, თუში...“ - ამბობს ექსპრეზიდენტი.

კადრებში ჩანს ასევე პეტრე მამრაძე და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ემოციურად ემშვიდობებიან შევარდნაძეს. კანცელარიას ექსპრეზიდენტი მძღოლთან და შვილიშვილთან ერთად სამუდამოდ ტოვებს.

იხილეთ ასევე: