ავტორი:

ვალერი მელაძის მამა გარდაიცვალა - მომღერალმა ყველა დაგეგმილი კონცერტი გადადო

ვალერი მელაძის მამა გარდაიცვალა - მომღერალმა ყველა დაგეგმილი კონცერტი გადადო

ვალერი მელაძის მამა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა, მედიაში გავრცელდა ჭორები ყაზახეთის მიერ მელაძის დასანქცირების მხარდაჭერის შესახებ. თუმცა მომღერლმა ჩაწერა ვიდეო, სადაც მომხდარი პირადი ტრაგედიით ახსნა. მისი თქმით, კონცერტები არ გაუქმებულა და თაყვანისმცემლებს უთხრა, რომ ასტანასა და ალმათში მათ უახლოეს მომავალში შეხვდება. ყველა კონცერტი თებერვლისთვის გადაიდო.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე და ვალერი მელაძეების მამა მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ შოთა მელაძის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ დამძიმდა. კაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვალერი მელაძემ მაშინვე შეწყვიტა საკონცერტო ტური, რათა მამასთან ყოფილიყო.

20 იანვარს დილით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელაძის მამა აავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.