ცხინვალში წელს კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრს ააშენებენ. როგორც ცხინვალური მედია იუწყება, ამის შესახებ ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენი თეატრი დიდი ეროვნული, კოლტურული ცენტრი გახდება, რომლის სცენაზეც თეატრის ტრადიციები გაგრძელდება", - განაცხადა კოკოითიმ.
"სახელმწიფო დრამატული თეატრის" შენობის პროექტის ექსპერტიზას სამარის სამშენებლო კომპანია ჩაატარებს, რომელსაც როსტისლავ ხუგაევი ხელმძღვანელობს.