ავტორი:

"ზამთარში გამოსახლება არის კატასტროფა... ჩემს დროს მსგავსი რამ არ ხდებოდა" - მამუკა ხაზარაძე

"ზამთარში გამოსახლება არის კატასტროფა... ჩემს დროს მსგავსი რამ არ ხდებოდა" - მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება კატასტროფაა და მისი "თიბისი ბანკში" ყოფნის დროს მსგავსი რამ არ ხდებოდა.

ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა.

"ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში არის აკრძალული, ეს არის კატასტროფა... ჩემს დროს მსგავსი რამ არ ხდებოდა" – განაცხადა ხაზარაძემ.

მედიაში, ორი დღეა გააქტიურდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლების ფაქტები. კეკელიძის ქუჩაზე გამოასახლეს ოჯახი, დღეს კი დადიანის ქუჩაზე იგეგმებოდა იგივე პროცესი. როგორც ცნობილია, აღნიშნული კერძო გამსესხებლების მიმართ შეუსრულებელ ვალდებულბებთან არის დაკავშირებული.

ამ ფაქტების გააქტიურების ფონზე, იურისტები თუ საკითხის სპეციალისტები, იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რაც აღნიშნული საკითხის რეგულირების კუთხით არსებობს ქვეყანაში. კერძოდ, იურისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად კერძო გამსესხებლები თანხის გასესხების სანაცვლოდ მოქალაქეს უფორმებენ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებებს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ „მსესხებელი ავტომატურად უფორმებს უძრავ ქონებას გამსესხებელს“.

წაიკითხეთ ასევე: