ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის თაობაზე მან მთავრობაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას", - ბრძანა მან.

შეგახსენებთ, ეს ამ თანამდებობიდან მისი მეორე წასვლაა.

პირველად მას პრემიერ-მინისტრის სავარძლის დატოვება 2015 წლის 23 დეკემბერს მოუწია. ხელმეორედ ის ამ თანამდებობაზე 2021 წელს დაბრუნდა.

მან დაადსტურა, რომ ის გახდება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. მისი თქმით, შეთავაზება ამის თაობაზე პარტიის პოლიტსბჭოსგან მიიღო.

მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია დილიდან ვრცელდებოდა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

იხილეთ ასევე: