ავტორი:

93 წლის ცნობილ რუს მსახიობს თავის მომვლელზე დაქორწინება სურს, თუმცა 64 წლით უმცროსი ქალი უარზეა - "მის მიმართ დედობრივი ინსტინქტები მაქვს"

93 წლის ცნობილ რუს მსახიობს თავის მომვლელზე დაქორწინება სურს, თუმცა 64 წლით უმცროსი ქალი უარზეა - "მის მიმართ დედობრივი ინსტინქტები მაქვს"

ცნობილი რუსი მსახიობი, 93 ივან კრასკო პირად მედდაზე დაქორწინებას აპირებს. 64 წლით უმცროსი დარია პაშკოვა რამდენიმე წელია, რაც მისი მომვლელია. არც ისე დიდი ხნის წინ, რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი დაქორწინებას გეგმავდნენ და ამაში ასაკობრივი სხვაობა ხელს არ უშლით.

  • როგორც ახლა ირკვევა, ქორწინების დარეგისტრირების ინიციატორი თავად მსახიობია. ივან კრასკოს ძალიან უყვარს ახალგაზრდა მედდა და იმედოვნებს, რომ მისი გრძნობები ორმხრივია.

"ვფიქრობ, ყველაფერი ბუნებრივად მოხდება. ოთხჯერ ვიყავი დაქორწინებული. რატომ არ უნდა გახდეს დაშა პაშკოვას ნაცვლად კრასკო?! ვფიქრობ, დარია წინააღმდეგი არ იქნება“, - ამბობს 93 წლის მსახიობი.

დარია პაშკოვა, თავის მხრივ, არ ჩქარობს რეესტრში წასვლას. მისი თქმით, კრასკოს მიმართ ძლიერი გრძნობები არ აქვს, მხოლოდ მასზე ზრუნვა სურს.

"ბოლო სამი წელია, მასთან ერთად საავადმყოფოში დავდივარ და მედდის როლს ვასრულებ. ბუნებრივია, ჩვენ დავუახლოვდით ერთმანეთს, ოთხ კედელში დიდ დროს ვატარებთ. მას ბავშვივით ვუვლი. მე არ მყავს შვილები, ამიტომ დედობრივი ინსტინქტი იწყებს განვითარებას, როდესაც მასზე ვზრუნავ. მე მას ვჩუქნი მთელ ჩემს სიყვარულს, მთელ ჩემს ზრუნვას“, - აღნიშნა დაშამ.

შეგახსენებთ, რომ ივანი ცნობილია თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქალებისადმი სიყვარულით. მაგალითად, მსახიობის ბოლო ცოლი იყო ნატალია შეველი, რომელიც მასზე 60 წლით უმცროსი გახლდათ.

წყვილი 2015 წელს დაქორწინდა, მაგრამ სამი წლის შემდეგ დაშორდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეველი ისრაელში ცხოვრობდა, ახლა კი მოსკოვში დაბრუნდა. მედია წერს, რომ ნატალია პოპულარობასა და სიმდიდრეზე ოცნებობდა, რის მიღწევასაც კრასკოს წყალობით ცდილობდა, მაგრამ მისი გეგმები განუხორციელებელი დარჩა.

რაც შეეხება კრასკოს, მესამე ცოლთან დაშორების შემდეგ ამბობდა, რომ მოთმინება ამოეწურა, რადგან ცოლი მასთან საერთო შვილის გაჩენაზე უარს ამბობდა.

კრასკოს თქმით, ქორწინებიდან მალევე ნატალიამ სექსზე უარი განაცხადა, რადგან "დაორსულება არ სურდა“. მისივე ინფორმაციით, ცოლი ამბობდა, რომ არ ჰქონდათ სახლი და საკმარისი ფული შვილის გასაზრდელად.

ივან კრასკოს საბჭოთა და რუსულ ფილმებში 140-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.

წაიკითხეთ ასევე: