ავტორი:

"ქალი კიოდა, ვაიმე, შვილოო... სამი გამყიდველია მოკლული, მათ შორის, ორი ძმა - დათო და მალხაზი" - რუსთავში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"ქალი კიოდა, ვაიმე, შვილოო... სამი გამყიდველია მოკლული, მათ შორის, ორი ძმა - დათო და მალხაზი" - რუსთავში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

უმძიმესი ფაქტი მოხდა დღეს დილით რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე. ახალგაზრდა შეიარაღებული მამაკაცი მოულოდნელად იმ სექციაში შეიჭრა, სადაც საქონლის ხორცი იყიდება და იქ დახლზე მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. სამწუხაროდ, სროლის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და ერთი დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები. ჯერ გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში არ არის გადასვენებული.

ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი უბრალოდ გამვლელია, რომელიც ტრაგედიის ადგილას იმ დროს ხორცს ყიდულობდა.

"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. უკვე მისული ვიყავი სამსახურში და გავიგე სროლისმაგვარი ხმა, მაგრამ მეგონა, საახალწლო ასაფეთქებელი იყო. მერე, უცებ, კივილის ხმა გაისმა და ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. დაღუპულია 4 ადამიანი და მათ შორის, ერთი გამვლელია, ტაქსის მძღოლი, რომელიც იმ მომენტში იქ ხორცს ყიდულობდა და ამ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. როგორც მითხრეს, ეს ტაქსის მძღოლი "6 ნომრის" გაჩერებასთან იდგა და ტაქსიზე მუშაობდა, თავისი მანქანით. სრულიად უდანაშაულო ადამიანი მოკლეს.

  • რაც შეეხება სხვა გარდაცვლილებს, პირადად ვიცნობდი მათ. მათი ვინაობა ჩვენი დაცვის თანამშრომლებისგან გავიგე, ხორცის სამი გამყიდველია მოკლული, მათ შორის, ორი ძმა - დათო და მალხაზი, მე როგორც ვიცი, ყველა ერთმანეთის ნათესავია. ბრალდებულის ბიძა იყო ნოდარი, რომელიც ასევე დაღუპულია და დაჭრილია ნოდარის ბიჭი, რომელიც ახლა კლინიკაშია მოთავსებული.

იმ ოთხი გარდაცვლილიდან ერთი ცოცხალი იყო და კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. თქვეს, რომ თავდამსხმელი ნოდარის ძმისშვილია. ის შემოვარდა შეიარაღებული დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე და შურისძიების მოტივით გახსნა ცეცხლი და როგორც გითხარით, ბიძა და ბიძაშვილი დაჭრა, ასევე, ძმები დათო და არსენა.

მე არ ვიცნობ დამნაშავეს, მაგრამ ამბობენ, რომ ისიც იქ მუშაობდა, ბაზარში, და ადგილის გამო ჰქონდათ დავა ერთმანეთთან. სხვების მონაყოლს ვამბობ, არ ვიცი, ეს რამდენად ზუსტი ინფორმაციაა, თურმე, მათ მოკვლით დამუქრებია, მე თქვენ გაჩვენებთ, რას გიზამთო, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა, მოვიდა დღეს და ცეცხლი გაუხსნა. განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ სრულად: