ავტორი:

"საქართველოში რომ ვცხოვრობდი, ვიცოდი მის შესახებ... კიდევ მღერის?" - რა უპასუხა ილია თოფურიამ რუსულ მედიას, როცა ქეთა თოფურიას შესახებ ჰკითხეს

"საქართველოში რომ ვცხოვრობდი, ვიცოდი მის შესახებ... კიდევ მღერის?" - რა უპასუხა ილია თოფურიამ რუსულ მედიას, როცა ქეთა თოფურიას შესახებ ჰკითხეს

27 წლის ასაკში ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ თოფურია პოპულარობას ახლა იძენს, უკვე თამამად მიიწევს მწვერვალისკენ.

რუსული აუდიტორიისთვის გვარი თოფურია უფრო მეტად ასოცირდება სხვა პიროვნებასთან - მომღერალთან და ჯგუფ "A'Studio"-ს სოლისტ, ქეთა თოფურიასთან, რომელიც საქართველოში დაიბადა, მაგრამ წლებია რაც რუსეთში გადაცხოვრდა, სადაც კარიერა და ოჯახი ჰყავს.

არიან თუ არა ილია და ქეთა თოფურიები ნათესავები - ამ კითხვით რუსული მედია დაინტერესდა. ქეთა ილიაზე 11 წლით უფროსია და არასოდეს უსაუბრია ვარსკვლავ მებრძოლთან შესაძლო ურთიერთობაზე (მას ინსტაგრამზე მხოლოდ 600 ათასით ნაკლები გამომწერი ჰყავს - 2,8 მილიონი 2,2 მილიონის წინააღმდეგ).

ამასთან, ილია თოფურიას მომღერალთან კავშირის შესახებ ერთხელ უკვე ჰკითხეს: "დიახ, საქართველოში რომ ვცხოვრობდი ვიცოდი მის შესახებ. ჩვენ პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მისი სახელი ბავშვობაში გავიგე. ის კიდევ მღერის?

ჟურნალისტი: დიახ, რა თქმა უნდა. ის რუსეთში გამოდის

ილია თოფურია: მაგარია

ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს ჰალე ვესტფალენში, გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სკოლაში დაიწყო ვარჯიში.

15 წლის ასაკში საცხოვრებლად ესპანეთში, ალიკანტეში გადავიდა, სადაც საბრძოლო ხელოვნების მიმართულებით Climent Club-ში დაიწყო ვარჯიში. 2015 წელს შედგა მისი დებიუტი, როგორც პროფესიონალის ადგილობრივ შეჯიბრებებში. 17 თებერვალი სპორტსმენისთვის ისტორიული დღეა. UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ალექს ვოლკანოვსკი დაუპირისპირდებიან.

წაიკითხეთ ასევე: