ავტორი:

"ღმერთო, რატომ მომასწარი ამ დღეს....არ შემიძლია, მეწვის ყველაფერი" - რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

"ღმერთო, რატომ მომასწარი ამ დღეს....არ შემიძლია, მეწვის ყველაფერი" - რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყრის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით, 200-მეტრიან მონაკვეთზე.

გარდაცვლილთა შორის არიან გია რობაქიძე და მისი სამი შვილი. ისინი გასულ კვირას გაკრძალეს. ბავშვების დედა ემიგრაციაში იყო, როდესაც ტრაგედია დატრიალდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მადონა რობაქიძე სოციალურ ქსელში ოჯახის ვიდეოს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"რატომ ღმერთო რატომ... რატომ მომასწარი ამ დღეს....არ შემიძლია, მეწვის ყველაფერი" - წერს მადონა რობაქიძე.

ნახეთ ასევე: