ავტორი:

სროლა "სუპერ ბოულის" აღლუმზე - დაშავებულია 21 ადამიანი, არის სმხვერპლიც: რა მოხდა კანზას-სიტიში (ფოტოები)

სროლა "სუპერ ბოულის" აღლუმზე - დაშავებულია 21 ადამიანი, არის სმხვერპლიც: რა მოხდა კანზას-სიტიში (ფოტოები)

აშშ-ის მისურის შტატის კანზას-სიტიში, სუპერ ბოულში Kansas City Chiefs-ის გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 9 ბავშვია.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით 3 ეჭვმიტანილი დააკავეს.

CBS News-ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ სროლა, სავარაუდოდ, კამათს მოჰყვა, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. წყაროს თქმით, მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება სროლის მოტივის დასადგენად.

\