ავტორი:

ნავალნის დედა: "არ მინდა სამძიმარი"

ნავალნის დედა: "არ მინდა სამძიმარი"

რუსული მედია აქვეყნებს რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დედის ლიუდმილა ნავალნაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის წერს:

"არ მინდა სამძიმრის სიტყვების მოსმენა. 12 თებერვალს პაემანზე ვიყავით. ვნახეთ შვილი კოლონიაში, ცოცხალი იყო, ჯანმრთელი, ბედნიერი“.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.

უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის გადარჩენა ვერ შეძლეს.

სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია.

იხილეთ ასევე: