რუსული მედია ისევ წერს, 54 წლის მომღერლის აისილუს უცნაურ რომანზე, რომელიც ცოლად ნაშვილებ ბიჭს, 22 წლის დანიილ ჩიჟევსკის გაჰყვა. ახლახანს წყვილი ყაზანიდან მოსკოვის რეგიონში გადავიდა საცხოვრებლად.
აისილუ რუსეთისა და სათათრეთის სახალხო არტისტის რენატ იბრაგიმოვის ნათესავია. ქალმა თავადაც მიიღო მუსიკალური განათლება და წარსულში აქტიურად გამოდიოდა სცენაზე, შემდეგ მუშაობდა ვოკალის პედაგოგად - და ასე გაიცნო ახალგაზრდა ნიჭიერი დანილი, რომელიც ბავშვთა სახლში იზრდებოდა. ქალს შეებრალა ბიჭი და მისი შვილად აყვანა გადაწყვიტა.
დანილი გაიზარდა, მიიღო განათლება, მუშაობა დაიწყო. მოგვიანებით კი საზოგადოება შოკში ჩავარდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ დედობილს ცოლობა შესთავაზა. ქალი სოციალურ ქსელებში დღემდე იღებს მუქარის მესიჯებს, განსაკუთრებით ყაზანელი თანამემამულეებისგან, დანილს კი ცოლის მიმართ შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს უგზავნიან.
წყვილი მხოლოდ სამი თვეა ერთად ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მუდმივი მუქარის გამო, გადაწყვიტეს ყაზანის დატოვება. თუმცა მათ არ სურთ მოსკოვში ცხოვრება - ამბობენ, რომ ძალიან ხმაურიანი და მღელვარეა, მაგრამ დედაქალაქის გარეუბანში, ელიტურ დასახლებაში უძრავი ქონება შეიძინეს, რომელშიც 170 მილიონი რუბლი (5 მილიონ ლარამდე) გადაიხადეს.

მათი ძირითადი მოთხოვნები იყო: დიდი ტერიტორია, ბევრი ოთახი (აისილუს ბევრი ნაშვილები ჰყავს), დიდი საძინებლები.
"ვიყიდეთ აგარაკი დახურულ რაიონში, რომლის ფართობიც 1000 კვადრატული მეტრია. მალე დავიქირავებთ მსახურებს.“ - ამბობს ქალი მედიასთან.


ახლა აისილუ აპირებს ახალგაზრდა ქმრისგან შვილი გააჩინოს. წყვილი სამედიცინო ცენტრსაც ესტუმრა, სადაც ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის მოსამზადებელი გამოკვლევები ჩაიტარეს. 53 წლის ქალი ამბობს, რომ მალე ორსულობის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
წაიკითხეთ ასევე: