ავტორი:

"სად არის ჩემპიონი? მოიყვანეთ, ახლავე ვეჩხუბები. ჩემი მიზანი ტიტულის მოგებაა" - რა თქვა მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეჰუდოს დამარცხების შემდეგ

"სად არის ჩემპიონი? მოიყვანეთ, ახლავე ვეჩხუბები. ჩემი მიზანი ტიტულის მოგებაა" - რა თქვა მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეჰუდოს დამარცხების შემდეგ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი ჰენრი სეჰუდო დაამარცხა. ბრძოლა მერაბის უდიდესი უპირატესობის წარიმართა. საბოლოოდ კი ქართველმა სპორსმენმა მეტოქე ხელში აიტაცა და "მეტას დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის წინ დააგდო. სხვათა შორის, მარკი დარბაზში მერაბის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.

  • მერაბმა გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ მისი მიზანი ტიტულის მოგებაა და მიანიშნა ამჟამინდელ ჩემპიონთან შონ ო'მალისთან ბრძოლის სურვილზე. ო'მალი დარბაზში იმყოფებოდა და თვითონაც ადევნებდა თვალს მერაბის ბრძოლას.

"ბოლო თვეებია, რაც მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია, დღეს კი აქ ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა. ხომ ხედავთ, მძიმედ არ ვსუნთქავ, რადგან ყოველ დღე ვვარჯიშობ და ვიბრძვი.

ჩემი მიზანი ყველა რაუნდში დომინაცია და დამაჯერებლობაა. 3 რაუნდი არაფერია, 10-რაუნდიანი ბრძოლა მომეცით.

სად არის ჩემპიონი? მოიყვანეთ, ახლავე ვეჩხუბები. ჩემი მიზანი ტიტულის მოგებაა.

ყველა მიყვარხართ. მადლობა ღმერთს, მადლობა UFC-ს", - თქვა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ.