ავტორი:

"ვფიქრობდი, ეს იგივე ადამიანია? ის ისეთი ტკბილია და შემდეგ... თითქმის კლავს ხალხს" - ვინ არის ილია თოფურიას ულამაზესი პარტნიორი და როგორია მათი სიყვარულის ისტორია (ფოტოები)

"ვფიქრობდი, ეს იგივე ადამიანია? ის ისეთი ტკბილია და შემდეგ... თითქმის კლავს ხალხს" - ვინ არის ილია თოფურიას ულამაზესი პარტნიორი და როგორია მათი სიყვარულის ისტორია (ფოტოები)

ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია. მან 18 თებერვალს ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარაცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილიას მიმართ ახლა ინტერესი კიდევ უფრო დიდია.

მედია აქტიურად წერს მისი ოჯახის, პარტნიორისა და შვილის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა პარტნიორმა, რომელიც კამერების წინ ილიასთან ერთად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ილიამ ჩემპიონობა გაიფორმა.

ილიას მეგობარი ქალი ულამაზესი ესპანელი ბინზესმენი, ჯორჯინა ბადელია. ქართველ სპორტსმენს წინა ურთიერთობიდან ვაჟი ჰყავს. ილია თავის შვილთან და ჯორჯინასთან ერთად ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ცხოვრობს.

მედიის ინფორმაციით, ჯორჯინა არის განახლებადი ენერგიის კომპანიის, Future & Energy აღმასრულებელი დირექტორი. მას განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული.

  • თოფურიასა და ჯორჯინას სიყვარულის ისტორია, როგორც თვითონ ამბობენ, შემთხვევით დაიწყო. მათი თქმით, ერთ-ერთ ვახშამზე შეხვდნენ ერთმანეთს და იმ წამიდანვე გაჩნდა სიყვარული.

"ვახშამზე შევხვდი, ვიფიქრე, რა ლამაზი გოგოა. ის ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც ღმერთმა მარგუნა“, - ამბობს ილია ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჯორჯინა UFC-ის მებრძოლის უდიდესი მხარდამჭერია და მის გვერდითაა ყველა სიტუაციაში.

"მე არ ვყოფილვარ სპორტის დიდი მოყვარული ან რაიმე მსგავსი. როცა მის ვიდეოებს ვუყურებდი ინსტაგრამზე, ვფიქრობდი, რომ ეს ვიღაც სხვა არის, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი იყო? ის ისეთი ტკბილია და შემდეგ... ის თითქმის კლავს ხალხს“, - ამბობს ჯორჯინა.

ჯორჯინა ახლდა ილიას კალიფორნიაშიც და ის ოქტაგონზეც ვიხილეთ - როდესაც ილიამ ჩემპიონობა გაიფორმა, ჯორჯინა ილიას გვერდით იდგა. რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯორჯინა ბრძოლის დროს ილიას გვერდითაა, ის თითქმის ყოველთვის გვერდით უდგას საყვარელ ადამიანს ასეთ მომენტებში.

ცნობილია, რომ ილია და ჯორჯინა პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ამის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გახდა ცნობილი. ჯორჯინამ პოსტი გამოაქვეყნა სადაც მიანიშნა ორსულობის შესახებ - "გამარჯობა მამიკო, ჩვენ გვიყვარხარ“, - წერდა ჯორჯინა.

წყარო