ავტორი:

"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ-იორკში ვარ... მშენებლობაზე ვმუშაობდი, მერე ვვარჯიშობდი, პაემანზეც მივდიოდი და ყველაფერს ვასწრებდი" - მერაბ დვალიშვილის გზა წარმატებისკენ

"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ-იორკში ვარ... მშენებლობაზე ვმუშაობდი, მერე ვვარჯიშობდი, პაემანზეც მივდიოდი და ყველაფერს ვასწრებდი" - მერაბ დვალიშვილის გზა წარმატებისკენ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ჰენრი სეჰუდო დაამარცხა. ეს დვალიშვილისთვის ზედიზედ მე-10 და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო. მერაბმა ნამდვილი შოუ დადგა და გამარჯვება ემოციურად იზეიმა. ბრძოლას Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ესწრებოდა, რომელმაც ქართველს პირველმა მიულოცა ეს გამარჯვება.

"ჩემი ხალხი ჩემით იამაყებს!" - ამბობდა დვალიშვილი ბრძოლამდე და ეს მართლაც მოახერხა. UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილი შემდეგ ბრძოლაში ქამრისთვის იჩხუბებს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ დვალიშვილი, თოფურიას შემდეგ, მეორე ქართველი იქნება, ვინც UFC-ის ქართველი ჩემპიონი გახდება. აქამდე მისასვლეად კი მებრძოლმა ძალიან რთული გზა გაიარა.

  • ვინ არის მერაბ დვალიშვილი?

მერაბ დვალიშვილი 1991 წლის 10 იანვარს თბილისში, საქართველოში დაიაბადა. არის შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC).

დვალიშვილი გაიზარდა თბილისში. ახალგაზრდულ ასაკში მან დაიწყო ვარჯიში ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. 21 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და გახდა პროფესიონალური შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი. მისი მწვრთნელები არიან რეი ლონგო და მატ სერა.

2019 წელს დვალიშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 68კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მეორე ადგილი. ის ფინალში რუს სტეფან კობენოვთან დამარცხდა.

მერაბს ამერიკელ ჰენრი სეჰუდოსთან ბრძოლამდე კარიერაში 16 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა, ხოლო სეხუდო ამ დაპირისპირებას 16 მოგებითა და 3 მარცხით შეხვდა. აღსანიშნავია, რომ მერაბს UFC-ში პირველი ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ 10 ბრძოლა აქვს მოგებული.

  • მერაბ დვალიშვილის წარსული

"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ იორკში ვარ“ - ეს ფრაზა მერაბ დვალიშვილის კარიერულ გზას საუკეთესოდ აღწერს. ალბათ, აქამდე მხოლოდ ფილემბში გვინახავს გმირების წარმოუდგენელი, თავგანწირული ბრძოლა დიადი მიზნებისთვის. მერაბის ისტორიაც ფილმის სცენარს ჰგავს.

2020 წელს სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის ძმამ, მიხეილ დვალიშვილმა, UFC-ში მერაბის მე-5 ბრძოლის შემდეგ, ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მისმა ძმამ აქამდე მოსასვლელად ძნელი გზა გაიარა. მერაბმა მაშინ ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა და 12 გდების შესრულებით სუპერმსუბუქ დივიზიონში რეკორდი დაამყარა. განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: