სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებებზე უარი განუცხადა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებებზე უარი განუცხადა

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი ოფიციალურად განაცხადა. სეული მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ფხენიანის წინადადება ”გულწრფელი არ არის”.

სამხრეთ კორეის ხელისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება მოლაპარაკებებს, თუ ჩრდილოეთ კორეა განიარაღებას დაიწყებს, იგულისხმევა ბირთვულ იარაღზე უარის თქმა.

ჩრდილოეთ კორეამ მოლაპარაკებათა დაწყება სეულს 8 იანვარს შესათავაზა. მაშინ ფხენიანს მოლაპარაკებების დაწყების პირობები არ დაუსახელებია.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობა კუნძულ ენფხენდოსთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გამწვავდა. ორმხრივი საარტილერიო სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. მხარეებმა ერთმანეთი თავდასხმაში დაადანაშაულეს.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?