სომალელი მეკობრეები ქართველ მეზღვაურებს ფიზიკურად უსწორდებიან

სომალელი მეკობრეები ქართველ მეზღვაურებს ფიზიკურად უსწორდებიან

სომალელი მეკობრეები ქართველ მეზღვაურებს ფიზიკურად უსწორდებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი დატყვევებული მეზღვაურის მამამ, სერგო დევაძემ განუცხადა.

მისი თქმით უკვე ხუთი დღეა დაკავებულ მეზღვაურებს საკვები და წყალი არ მიეწოდებათ. დევაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში გემზე სიტუაცია იმდენად დაძაბა, რომ შესაძლოა დაპირისპირება მეკობრეებსა და მეზღვაურებს შორის მსხვერპლითაც კი დასრულდეს.

"ძალიან კრიტიკული სიტუაციაა. ბიჭებმა მითხრეს, რომ უკვე ხუთი დღეა მათ საკვები არ მიეწოდებათ, ყვებიან, რომ მეკობრეები მათ ღამის საათებში სასტიკად სცემენ", - განაცხადა დევაძემ.

როგორც ცნობილია მეკობრეების დასახმარებლად თანხის შეგროვებაც მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხაა შეგროვებული მათ დასახმარებლად.

"შეგროვებული თანხის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, მისი რაოდენობა სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი", - განაცხადა მეზღვაურთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა ანატოლი ჩიჯავაძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დღის მეორე ნახევარში მეზღვაურების ოჯახის წევრები ბათუმში, უზენაეს საბჭოსთან დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავენ.

თხუთმეტი ქართველი მეზღვაური უკვე ოთხ თვეზე მეტია, სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება. მეკობრეები მათ გასათავისუფლებლად მილიონ დოლარს ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ