ავტორი:

"ნაპოლიმ" შესაძლოა კვარაცხელია დააჯარიმოს - ბოლო სიტყვა დე ლაურენტისზეა

"ნაპოლიმ" შესაძლოა კვარაცხელია დააჯარიმოს - ბოლო სიტყვა დე ლაურენტისზეა

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია დააჯარიმოს. ამის შესახებ Il Mattino-ს დღევანდელი გამოცემა წერს.

საქმე "ბარსელონასთან" მატჩში მომხდარ ფაქტს ეხება. მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ქართველი 67-ე წუთზე შეცვალა, რის გამოც ჩვენებურმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

"ხვიჩა კვარაცხელიამ მსგავსი რამ უკვე გააკეთა. ეს "ჯენოასა" და "ნაპოლის" შეხვედრაში მოხდა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ "კვარა" იტალიურად კარგად არ ლაპარაკობს, მატჩის ბოლოს შეცვლით უკმაყოფილო იყო და თქვა: "ეს რატომ გააკეთე?!". გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე:

ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონაში"?! - რას წერს მედია, რას ამბობენ სპეციალისტები და "ბარსას" გულშემატკივრები?