ცხინვალის რეჟიმი ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილებას დილიდან გამკაცრებულად ამოწმებს

ცხინვალის რეჟიმი ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილებას დილიდან გამკაცრებულად ამოწმებს

ცხინვალის რეჟიმის უშიშროების სამსახური ახალგორის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ოსურ საგუშაგოზე გადაადგილებას დღეს დილიდან გამკაცრებულად ამოწმებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.

"ოსური უშიშროება ამოწმებს, რამდენად შეესაბამება დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ საზღვრის გადასაკვეთად გაცემული ცნობები ოსურ საგუშაგოზე დაფიქსირებულ ცნობებსა და მონაცემებს", - განაცხადეს ახალგორელებმა.

ახალგორის რაიონის ადმინისტრაციული საზღვარის გადასაკვეთად შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელებმა საგანგებო ცნობების გაცემა გასული წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?