ავტორი:

პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის მთავრობასთან სასამართლო დავა წააგო - სასექსის ჰერცოგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის მთავრობასთან სასამართლო დავა წააგო - სასექსის ჰერცოგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

პრინცმა ჰარიმ წააგო სასამართლო დავა, რომელშიც ის დიდი ბრიტანეთის მთავრობას უჩიოდა და ამტკიცებდა, რომ მისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმება უკანონო იყო.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ პრინცს სახელმწიფო დაცვის ყოლის უფლება მას შემდეგ ჩამოართვა, რაც მან და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა ოფიციალური მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვეს და სამეფო ოჯახი დატოვეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჰარი, ბრიტანეთში ვიზიტისას, სახელმწიფო დაცვას ვერ მიიღებდა. სასექსის ჰერცოგმა სასამართლო დავა 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 4-წლიანი დავის შემდეგ სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ არ ყოფილა რაიმე უკანონობა 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ პიტერ ლეინმა.

როგორც ცნობილია, ჰარი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. მისი წარმომადგენლები სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ კომიტეტს უნდა გაეთვალისწინებინა პრინცისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების მაღალი რისკები. მოსამართლის მტკიცებით, კომიტეტმა კარგად იცოდა მომჩივნის სტატუსის და კონტექსტის შესახებ.

გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჰერცოგის მომავალ ვიზიტებზე დიდ ბრიტანეთში, რადგან ის ადრე ამტკიცებდა, რომ უსაფრთხოების დაბალი დონე ართულებდა მისი ოჯახის ქვეყანაში ჩამოყვანას.

ჰარი ბოლოს სამეფო ღონისძიებაზე მაისში, მეფის კორონაციის დროს გამოჩნდა. ამ თვის დასაწყისში კი დიდ ბრიტანეთში მამის დიაგნოზის გაგების შემდეგ ჩაფრინდა და 24 საათზე ნაკლები გაატარა.

იხილეთ ასევე: