ავტორი:

"სულელი კი არ ვარ, ოსიმენის და კვარაცხელიას გარეშე დავრჩე" - რა თქვა მატჩის შემდეგ "ნაპოლის" მწვრთნელმა?

"სულელი კი არ ვარ, ოსიმენის და კვარაცხელიას გარეშე დავრჩე" - რა თქვა მატჩის შემდეგ "ნაპოლის" მწვრთნელმა?

სერია A-ს მორიგ ტურში, სტუმრად "სასუოლოსთან“ მოგებულ მატჩში (6:1), "ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ DAZN-თან გააკეთა:

"ოსიმენი თავის დონეს უბრუნდება. მას აფრიკის თასზე ასპარეზობის გამო სირთულეები ჰქონდა. დაბრუნდა და ნელ-ნელა ბრუნდება მწვერვალზე. იმავეს ვიტყვი "კვარაზე", რომელმაც რთული პერიოდი გადაიტანა და დღეს დაამტკიცა, რაც შეუძლია. დაიბრუნა თუ არა სულიერი სიმშვიდე? ამაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. ამ ბიჭებმა დამარწმუნეს და ეს გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელობა არ იყო. გუნდი ვარჯიშებზე თავს არ ზოგავდა და ვხედავდი, როგორ იზრდებოდა ინტენსივობა. კიდევ ცოტა დრო გვჭირდება, კარგი წინათგრძნობა მაქვს. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: