ავტორი:

"არავის შეუძლია ის, რასაც "კვარა" აკეთებს" - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "სასუელოსთან" მატჩში და რას წერენ "ნაპოლის" ფანები?

"არავის შეუძლია ის, რასაც "კვარა" აკეთებს" - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "სასუელოსთან" მატჩში და რას წერენ "ნაპოლის" ფანები?

სერია ა-ს მორიგ ტურში "ნაპოლიმ" სტუმრად "სასუელო" 1:6 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიამ 2 ულამაზესი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც ოსიმენს მიაწოდა.

  • როგორ შეფასდა "კვარას" თამაში?

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენმა "სასუოლოს" 3 გოლი გაუტანა და ერთიც საგოლე გადაცემა გააკეთა, უმაღლესი შეფასებები ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა.

Flashscore.com-მა "კვარას" 9,0 დაუწერა, ოსიმენს - 8,7.

Sofascore.com -მა კვარაცხელია 9,7-ით შეაფასა, ოსიმენი - 9,5 - ით.

Whoscored.com -ის თანახმად კი, კვარაცხელიამ - 10 - ქულიანი შეფასება მიიღო, ოსიმენმა კი - 9,9.

  • როგორ ეხმაურებიან ნაპოლის ქომაგები "სასუელოსთან" მატჩს?

არასდროს შემპარვია ეჭვი მის ნიჭიერებაში, ის უბრალოდ, უნდა წახალისებულიყო. კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ხვიჩა.

ასეთი ფეხბურთელი არ გვყოლია, არავის შეუძლია ის, რასაც "კვარა" აკეთებს

"ოსი" და "კვარა", ეს დუეტი დაბრუნდა და დღეს ყველაზე ამაყი ვარ.

"სასუოლოს" ღამის კოშმარი ხარ, ხვიჩა, ბრავო!

საოცრებაა, ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო კლასის პერფორმანსი შემოგვთავაზა. გთხოვ ნაპოლიში კიდევ დიდხანს დარჩი...

იხილეთ ასევე: