ავტორი:

საოცარი სიმდიდრე და ფუფუნება - ოჯახი საქართველოდან, რომლის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ თვეში 200 000 დოლარს ხარჯავს (ვიდეო)

საოცარი სიმდიდრე და ფუფუნება - ოჯახი საქართველოდან, რომლის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ თვეში 200 000 დოლარს ხარჯავს (ვიდეო)

ცნობილ "ტიკტოკერი" ვლოგერი თბილისის ცენტრში, მანქანაში მჯდომ ახალგაზრდა ქალს ეკითხება, - თვეში რამდენ დოლარს ხარჯავ? პასუხი - 200 000 - ს, ძვირადღირებული უძრავი ქონების ცნობილ კონსულტანტ ჯორდან ჰიშამსაც კი აკვირვებს, ახალგაზრდა კაცს, რომელმაც თანამედროვე ციფრულ ეპოქაში უამრავი ფული გამოიმუშავა. ის ერთ-ერთია ვლოგერებიდან, რომელმაც TikTok-ის უზარმაზარი პოტენციალი რეალურად გამოიყენა და დუბაის უძრავი ქონების ინდუსტრიაში, პიონერად იქცა. ჯორდანს 1,2 მილიონი მიმდევარი ჰყავს და მისი ვიდეოების საერთო ნახვამ 6 თვეში 700 მილიონზე მეტი შეადგინა. მან ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმოგზაურა, რამდენიმე ვიდეო ბათუმსა და გუდაურშიც გადაიღო, თბილისში კი მის ვლოგს უმასპინძლა ქებურიების მილიონერმა ოჯახმა.

სწორედ ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრია ქალბატონი, რომლის პასუხმა მრავლის მნახველი ჯორდანიც კი გააოცა. მან ბლოგერს, ბავშვებთან ერთად დაათვალიერებინა ოჯახის მფლობელობაში არსებული სასტუმრო, რომელიც ასევე ფუფუნებითა და მდიდრული ინტერიერით აკვირვებს სტუმარს. ბავშვები ვიდეოში ამბობენ, რომ "გუჩის" და "პრადას" სამოსსა და აქსესუარებს ატარებენ...

ჯორდანმა სასტუმროს გარდა, დაათვალიერა თოშა ქებურიას და მისი მეუღლის ქეთი ჟღენტის სახლი.

ვლოგერს ქეთიმ ორ შვილთან ერთად უმასპინძლა.

ქებურია-ჟღენტის წყვილი ხშირად მოგზაურობს, თუმცა, როგორც ჩანს, მათი მუდმივი საცხოვრებელი საქართველოშია. თბილისში მდიდრული ვილა საუკეთესო ხედებითა და ფუფუნების საგნებით, შეიძლება ითქვას, რომ ბლოგერის ვიდეოებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია, ის უკვე 700 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.

კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი მაყურებელი თბილისის ცენტრში ფუფუნების ნახვით არც ისე კმაყოფილია.

  • "ანაკომის ჭამის დროს რომ არ შემხვედროდა ეს ვიდეო, რა მოხდებოდა?“
  • "ამ ასაკში ციგნების ბაზრობაზე რომ მივყავდი ჩემებს და არა მეორადებში, ქვეყანა ჩემი მეგონა.“
  • "მადლობა ჯორდან, იმედია დადგება საქართველოში ის დრო, როდესაც ყველა იცხოვრებს ისე უზრუნველყოფილად და შეძლებულად თავისი პატიოსანი შრომით, როგორც ეს ოჯახი ცხოვრობს.“

ჰიშამის ვირუსული TikTok ვიდეოების პოპულარობის ერთ-ერთი საიდუმლო ენების ცოდნაა. ჯორდანს განათლება სანქტ-პეტერბურგში აქვს მიღებული და ამჟამად თავის გამომწერებს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მილიონერების სახლებს ათვალიერებინებს. თუმცა როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ყველაფერი დუბაიდან დაიწყო.

ის თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, რუსულ და არაბულ ენებზე. გარდა ამისა, ის ფლობს ფრანგულ, თურქულ და უკრაინულ ენებს ურთიერთობის დონეზე. ენების ცოდნა საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ქალაქებში ჩავიდეს და იქ გადაიღოს საკუთარი არხისთვის ვიდეო კონტენტი.

წაიკითხეთ ასევე: